Sunday, July 10, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

 დღეს პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ, წარვადგინეთ და შევაფასეთ ტრენინგზე შექმნილი ნამუშევრები.თითოეული პროექტი იყო შინაარსიანი და ცოდნის მომცემი.
  ტრენინგის ხელმძღვანელი არის საუკეთესო!

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, July 9, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

  დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევქმენით კითხვარი  და გამოვაქვეყნეთ ბმულის სახით ბლოგზე.
  მადლობთ!

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

  დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე,მოვამზადე  შაბლონი,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თემის უკეთ შესწავლაში,ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა.
   მადლობთ!

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

    დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,წარმოდგენილი სლაიდ შოუს სახით,შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა.ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

       გაკვეთილის დასაწყისში ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მის დაცვაზე.შემდეგ ვისწავლეთ სურათების ან სხვა საჭირო მასალის მოძიება,საავტორო უფლებების დაცვით,ვიმუშავეთ სლაიდ შოუს ფორმატზე,მის შემადგენლობაზე და ნაწილობრივ შევადგინე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.
     საკმაოდ შედეგიანი,საინტერესო დღე იყო!
     მადლობთ!

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

     შრომატევადი დღე იყო,მუშაობა სიცხეში მოგვიხდა.განვიხილეთ ხუთი მიზნის ხუთი სტრატეგია, შევარჩიეთ მეთოდები,რომლითაც მოსწავლეებს შევაფასებ სხვადასხვა ეტაპზე.ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე,შევქმენით საჭირო სქემები,რომლებსაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
     მადლობთ!

Saturday, June 25, 2016

ტრენინგის მე-3 დღე


      პროექტის გეგმაში შევიტანეთ ე.ს.გ-ის მიზნები, სტანდარტები,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი შეკითხვები და ეს ყველაფერი საინტერესო იყო.
      მადლობთ!

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მე-2 დღე

      საინტერესო დღე იყო,  ტრენერის დახმარებით შევძელი ბუკლეტის მომზადება.
ბუკლეტი დავყავი სვეტებად.ჩავსვი ტექსტები და სურათები,ვისწავლე შაბლონების მოძებნა.
    მადლობა ნინოს!

Sunday, June 19, 2016

პირველი დღის რეფლექსია

             მე ვფიქრობ,რომ ჩემსა და ტრენერს შორის შედგა კომუნიკაცია, ტრენინგს წარმატებით გავივლი!
              საუკეთესო ტრენინგია,მადლობთ!
                                                                                       19.06.2016წ.